კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული თავდასხმა - დავითაია

23.10.24 22:30
კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული თავდასხმა - დავითაია

"ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრზე, ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

პაატა დავითაია აცხადებს, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტები პოლარიზებულ გარემოს მეტად ძაბავს და ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებული თავდასხმა. მსგავსი ძალადობის ფაქტები და პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება მეტად ძაბავს რთულ პოლარიზებულ გარემოს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფ რეჟიმში გამოიძიონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმის ფაქტი და დამნაშავე პირებს დაეკისროთ მკაცრი პასუხისმგებლობა”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ.