ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ რუსეთი და მისი გავლენები საქართველოში - მალაშხია
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, კოალიცია "ცვლილებებისთვის" პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ განაცხადა, რომ "ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს რუსეთი და მისი გავლენები საქართველოში".
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეულმა ნანა მალაშხიამ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ქვეყნის თავისუფლება "უკომპრომისოდ დაიცვას".
დღეს ბრძოლა არის მორჩილების და მონობის წინააღმდეგ, ისტორიის გადაწერის წინააღმდეგ, ზიზღისა და სიძულვილის, ჩვენი დაყოფის და დაპირისპირების წინააღმდეგ, დუმილის, კონფორმიზმის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უკომპრომისოდ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. დღეს ყველამ ერთად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ რუსეთი და რუსული გავლენები ამ ქვეყანაში", - ამბობს ნანა მალაშხია.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიცია "ცვლილებებისთვის" სამეგრელოში შეხვედრას მართავს.