პირდაპირი რეზულტატია იმის, რაც ივანიშვილმა განცხადების დონეზე გააკეთა - ქემოკლიძე გოგიჩაიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე
"ეს არის პირდაპირი რეფლექსირება, რეზულტატი იმის, რაც ბატონმა ივანიშვილმა განცხადების დონეზე 2 დღის წინ გააკეთა" - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, კახა ქემოკლიძე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.
ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენლის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ "ტვ იმედთან" მიცემული ინტერვიუ "სახიფათო კონტურებს" შეიცავს.
"ივანიშვილმა პირდაპირი მუქარა-აგრესიით ჩვენს გუნდზე ძალადობა წაახალისა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი რეფლექსირება, რეზულტატი იმის, რაც ბატონმა ივანიშვილმა განცხადების დონეზე 2 დღის წინ გააკეთა, როდესაც პირდაპირი მუქარა-აგრესიით წაახალისა ძალადობა ჩვენს გუნდზე.
ადამიანებს რომ წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ეს ადამიანი იყო სადღაც და ყველა დანარჩენი ბევრი წლის განმავლობაში უგუნურობას საუბრობდა, ეს მას (ივანიშვილს) არ ახასიათებდა და მასზე ჰქონდათ ზე ადამიანის დამოკიდებულება. მაგრამ, სინამდვილეში, ამ ინტერვიუთი მან გამოაჩინა ბევრი კონტური, რომელიც არის სახიფათო", - ამბობს კახა ქემოკლიძე.
ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ.