სოფო ჯაფარიძე: "განწყობა არის ერთი - ხალხი გამარჯვებისთვის ემზადება"
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დამარცხებას უანონსებს.
"ადამიანებთან კომუნიკაცია მაძლევს იმის შესაძლებლობას, დარწმუნებით ვთქვა, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება" - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი "ტვ პირველის" ეთერში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს აფასებს და აცხადებს, რომ "განწყობა არის ერთი - ხალხი გამარჯვებისთვის ემზადება".
განწყობა არის ერთი - ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის. განწყობა არის ის, რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა დავასრულოთ ის სიღატაკე, იზოლაცია და უმძიმესი მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა არის. დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, არ გადარჩენის საკითხი დგას დღის წესრიგში. ხვალ საერთოდ არ ვიცით, საქართველო იქნება თუ არა, თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში. ადამიანებთან კომუნიკაცია მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დარწმუნებით ვთქვა, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.