კადიროველის მეგობარი გარდაბანში "ოცნების" საარჩევნო შეხვედრას ესწრება - "პირველებმა" მტკიცებულება მოიპოვა
"ქართული ოცნება" ახალ სკანდალში გაეხვა - "პირველების" ხელშია ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ გარდაბანში "ოცნების" დეპუტატის საარჩევნო შეხვედრას კადიროვის მეგობარი ესწრება.
არსებობს ეჭვი, რომ ჩეჩნეთის მარიონეტი ლიდერის ახლო მეგობარი ზაბიტ სამედოვი, სავალან მირზოევმა ქვემო ქართლში საგანგებო მისიით ჩაიყვანა. აზერბაიჯანელი სპორტსმენი, დიდი პოლპულარობით სარგებლობს და ახლა გროზნოდან გარდაბანში , სავარაუდოდ, "მაუგლი" "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისთვის მიავლინეს.
დმანისის მერი ამბობს, რომ სავალან მირზოევს დიდ პატივს სცემს, თუმცა აცხადებს, რომ იმის შესახებ ინფორმაცია, რომ მირზოევს საარჩევნო კამპანიაში კადიროველები ჰყავს ჩართული, არ აქვს.
სავალან მირზოევს კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობარია, საპატიო მოქალაქეა, რა ფოტოებს მანახებთ არვიცი. ეს ადამიანი ვისაც მანახებთ არვიცი", - ამბობს დმანისის მერი.