ჩხრეკა თბილისში - გიორგი ნონიაშვილის სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ

24.10.24 10:59
ჩხრეკა თბილისში - გიორგი ნონიაშვილის სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ

ჩხრეკა თბილისში - პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის საცხოვრებლ სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი ნონიაშვილის სახლიდან სამართალდამცველებმა ლეპტოპები და მობილური ტელეფონები წაიღეს. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი  გამოძიებაა, რომელიც სავარაუდოდ ატლანტიკური საბჭოს საქმეზე დაიწყო. 

"ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა- ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფო გელავაა," - წერს ნონიაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს თამარ ჩერგოლეიშვილიც. 

სულ ცოტა ხნის წინ ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელთან, სოფო გელავასთან შევიდა ფინანსური პოლიცია. სოფო ფედერალისტების ლიდერის, გიორგი ნონიაშვილია ცოლია. 
მიაქვთ ოჯახის ტელეფონები, ლეპტოპები... 
იძახიან, რომ  გამოძიება ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორ კომპანიას უკავშირდება", - წერს ჩერგოლეიშვილი.