ჩრდილოვანი ფიგურა და რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები - Dailymail-ი ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს

24.10.24 12:48
ჩრდილოვანი ფიგურა და რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები - Dailymail-ი ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს

"როგორ განსაზღვრავს ოლიგარქი, რომელიც პითონის სახელით არის ცნობილი და ბონდიანას ბოროტმოქმედების ბუნაგში ცხოვრობს, სასიცოცხლო მნიშვნელობის დასავლელი მოკავშირის მომავალს" - ამ სათაურით Dailymail-ი ბიძინა ივანიშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ბრიტანული გამოცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და მოახლოებული არჩევნების შესახებ წერს, სადაც აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერი განიხილება როგორც რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ქვეყანა სვლას დასავლეთისკენ, თუ "კრემლის სისხლიანი დიქტატორის ხელებში" დაბრუნდება. 

ამასთან, Dailymail-ის სტატიაში ხაზგასმულია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ საკუთარი ქონება მოსკოვში დააგროვა, ახლა კი ცდილობს "ვლადიმერ პუტინის რეპრესიულ რეჟიმს მიბაძოს".

ამ საარჩევნო ბრძოლის ცენტრში დგას ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი ფიგურა, რომელიც ხელისუფლებაში 12 წლის წინ მოვიდა და თავი დემოკრატიის მხსნელად წარმოაჩინა მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო. მისი ზედმეტსახელი პითონია, რადგან მას სტრატეგიული სიმშვიდე უყვარს - ნელა დაახრჩოს საკუთარი ოპონენტები. ახლა კითხვა იმაშია, იყენებს თუ არა ოლიგარქი ამ მიდგომას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ქართული ოცნება პუტინს უქნევს თავს და დემოკრატიას დევნის ქვეყნიდან", - წერს Dailymail-ი.

Dailymail-ის სტატიაში ყურადღება მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკას, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვის დაანონსებას, რუსულ კანონს და ივანიშვილის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ბანერებსაც ეთმობა. 

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია "კარგად დაფინანსებულია".

"თბილისში ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს მომავალი ერთ კითხვაზეა დამოკიდებული: ოლიგარქს უფრო მეტად ეშინია დასავლეთის სანქციების შედეგად დაკარგოს თავისი მილიარდები თუ სიცოცხლე, პუტინის გამო, რომელიც ცნობილია ოპონენტების მოშორებით?" - წერს გამოცემა.

ბევრი შიშობს, რომ ივანიშვილი შეეცდება არჩევნების მოპარვას და საკუთარ თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, შემდეგ პროტესტების ძალისმიერ ჩახშობას შეეცდება, არგუმენტად კი იტყვის, რომ გადატრიალების არიდებას ცდილობდა. გასულ თვეში ივანიშვილმა მოქალაქეებში სიბრაზე გამოიწვია, როცა თქვა, რომ საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. საბოლოო ჯამში, თბილისში ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს მომავალი ერთ კითხვაზეა დამოკიდებული: ოლიგარქს უფრო მეტად ეშინია დასავლეთის სანქციების შედეგად დაკარგოს თავისი მილიარდები თუ სიცოცხლე, პუტინის გამო, რომელიც ცნობილია ოპონენტების მოშორებით", - წერს Dailymail-ი.