კობახიძემ Politico-ს სტატიას "შეკვეთილი" უწოდა

24.10.24 15:36
კობახიძემ Politico-ს სტატიას "შეკვეთილი" უწოდა

"შეკვეთილი სტატიაა" - ასე უწოდა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე დაწერილ Politico-ს ვრცელ სტატიას, რომელიც გავლენიანმა გამოცემამ სათაურით - "კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდათი" გამოაქვეყნა. 

ივანიშვილის გუნდის წევრმა გავლენიანი მედიის სტატია, სადაც ივანიშვილი მიიჩნევა ძალად, რომელიც რუსეთის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს ევროპული ორბიტიდან აშორებს, "სამარცხვინოდ" გამოაცხადა. 

კაცი არის, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი მარტო ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული ამ ქვეყნისთვის და ამ ხალხისთვის. რა იყიდა, კაცს იქით აქვს დახარჯული მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს. შანტაჟის მიუხედავად, არცერთი ისეთი ნაბიჯი არ გადადგა, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. პირიქით ატრიალებთ ახლა თქვენ ამას. მას აშანტაჟებდნენ", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, Politico-მ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, 26 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს, ამიტომ ივანიშვილი მიიჩნევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპული ორბიტიდან აშორებს, რათა რუსეთი დააკმაყოფილოს. 

"საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე თავის ქვეყანას რუსეთისკენ ხრის". - წერია სტატიაში.