"ოცნებამ" ფოთში გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა - ჯოჯუა

24.10.24 15:33
"ოცნებამ" ფოთში გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა - ჯოჯუა

"ქართულმა ოცნებამ" ფოთში გაყალბების ახალ მეთოდს მიაკვლია და გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა, - ამის შესახებ ფოთის საკრებულოს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, ანიტა ჯოჯუამ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში ჯანმრთელი ადამიანების შეყვანა სისხლის სამართლის დანაშაულია. 

ფოთში მარცხს შეგუებული „ქართული ოცნება" ყველაფერზე მიდის, რომ მაქსიმალურად გამოიმათხოვროს ხმები, მათ მიაკვლიეს გაყალბების ახალ მეთოდს, გადასატან ყუთზე ჩაწერეს ჯანმრთელი ადამიანები, ჩვენ გვაქვს მათი გადამოწმებული სია. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ხდება ამ ხალხის მოსყიდვა და იძულება, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას". კატეგორიულად ვაფრთხილებთ ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ სისხლის სამართლის დანაშაულში. ჩვენს მიერ ყველა ფაქტი დაფიქსირებულია და განსაზღვრულ ვადებში მოხდება მათზე რეაგირება", - განაცხადა ანიტა ჯოჯუამ.