საქართველოში არჩევნებს რუსეთი ატარებს - აგილ მუსტაფაევი

24.10.24 15:58
საქართველოში არჩევნებს  რუსეთი ატარებს - აგილ მუსტაფაევი

საქართველოში არჩევნებს რუსეთი ატარებს - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი აგილ მუსტაფაევი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გარდაბანში "ოცნების" დეპუტატის საარჩევნო შეხვედრას კადიროვის მეგობარი ესწრება.

მისი თქმით, ხელისუფლების დასაყრდნობი სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან: 

ვხედავთ, რომ კადიროვის მეგობარი არის ჩამოსული საქართველოში და ამხელა კამპანიაშია ჩართული შიდა ქართლში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნებს ატარებს რუსეთი. ხელისუფლების ერთადერთი იმედი არის, რომ ამ არჩევნებში მოიგოს სხვა ქვეყნების მოქალაქეების და სხვა ქვეყნების დახმარებით", - ამბობს აგილ მუსტაფაევი 

შიდა ქართლის რეგიონში კადიროვის მეგობრების "ოცნების" საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე საუბრობს მარნეულის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ახმედ იმამყულიევიც. 

რუსეთის მოქალაქეები, კადიროვის მეგობრები მოდიან სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა სოფლებში შეხვედრებს ატარებენ მოსახლეობასთან, თან "ოცნების" პლაკატის ფონზე აკეთებენ ამ ყველაფერს და ამბობენ, რომ თუ მხარს არ დაუჭერთ "ქართულ ოცნებას", მაშინ იქნება ომი", - ამბობს ახმედ იმამყულიევი.

გარდაბანში  "ოცნების" დეპუტატის საარჩევნო შეხვედრას კადიროვის მეგობარი ესწრება - ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა "პირველებმა" მოიპოვა.

არსებობს ეჭვი, რომ ჩეჩნეთის მარიონეტი ლიდერის ახლო მეგობარი ზაბიტ სამედოვი, სავალან მირზოევმა ქვემო ქართლში საგანგებო მისიით ჩაიყვანა. აზერბაიჯანელი სპორტსმენი, დიდი პოლპულარობით სარგებლობს და ახლა გროზნოდან გარდაბანში , სავარაუდოდ, "მაუგლი" "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისთვის მიავლინეს.