ივანიშვილის ტყუილი, რომ ამერიკის ელჩს შეხვდება, სალივანის განცხადებამ გააბათილა - გახარია

24.10.24 17:28
ივანიშვილის ტყუილი, რომ ამერიკის ელჩს შეხვდება, სალივანის განცხადებამ გააბათილა - გახარია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ჯეიკ სალივანის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ამერიკელი დიპლომატის კომენტარმა "ივანიშვილის ტყუილი, რომ არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩს შეხვდება, გააბათილა". 

საქმე ეხება ჯეიკ სალივანის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ "საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის, ჩინეთისთვის".

ამასთან, როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, სალივანის კომენტარი დასტურია იმისა, რომ "ივანიშვილის ტყუილების და მანიპულაციების სივრცე არ დაუტოვეს".

პირველი, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს არანაირი სივრცე ტყუილების და მანიპულაციის არ დაუტოვეს, როდესაც ბოლო ინტერვიუს დროს გამოვიდა და ორი კვირის მერე, სამი კვირის მერე შეიძლება, ამერიკის ელჩს შევხვდეო. ეს ტყუილი უბრალოდ გააფარცხლა, გააბათილა. თქვა, რომ არანაირი ურთიერთობების დალაგება არ მოხდება, თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიის განვითარების ნორმალურ გზას და თუ არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს", - ამბობს გიორგი გახარია. 

ცნობისთვის,  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ "საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის, ჩინეთისთვის".