“ოცნება“ შიშს ამკვიდრებს - ოპოზიცია ბაღის მასწავლებლების სკანდალურ აუდიოჩანაწერზე
ბაღის მასწავლებლების ტერორი და სკანდალური აუდიოჩანაწერი - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, როგორ იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს.
ოპოზიციის თქმით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული და ტერორი:
ქვეყანას სჭირდება საჯარო მოხელეები, რომლებიც იქნებიან თავისუფალნი თავიანთ შეხედულებებში, ყოველგვარი ძალდატანებისგან. ჩვენი ამოცანაა, რომ ეთხელ და სამუდამოდ, საჯარო მოხელეები განთავისუფლდნენ ამ წნეხისგან, მას ჰქონდეს სტაბილურობის განცდა, მიუხედავად იმის, რომ ხელისუფლება იცვლება, მათ საფრთხე არ ემუქრებათ“ - ამბობს კოლიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიციის თქმით, 26 ოქტომბერის შემდეგ, ხელისუფლებაში საჯარო მოხელეების ტერორი დასრულდება.
ეს საბჭოთა უბედურება წარსულს უნდა ჩავაბაროთ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ნების გამოხატვის თავისუფლება და არავინ იყოს იძულებული ხელისუფლების წარმომადგენელს დაემორჩილოს. ამიტომ რეფერენდუმზე, რომელიც არის შაბათს, ყველა უნდა მივიდეთ და ევროპისკენ სვლას მივცეთ ხმა - ამბობს გიორგი ვაშაძე.
„ოცნება“ შეშინებულია და სჭირდება შიშის დამკვიდრება. ეს ვერ მოხდება ვინაიდან, ყველა ადამიანს, მათ შორის საჯარო სექტორშიც, გათვითცნობერებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, 23 ოქტომბერს, "ტაბულას" მიაწოდეს აუდიოჩანაწერი, რომელიც წყაროს ინფორმაციით, რუსთავის 25-ე ბაღის გამგემ, მანონი მეურმიშვილმა პედაგოგებს გაუგზავნა.
აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ აიძლებს უფროსი პედაგოგებს "ქართული ოცნების" აქციაზე წასვლას და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ემუქრება.