მასწავლებლების ტერორში მხილებული ბაღის გამგე მიმალვაშია - დუმს შსს
მასწავლებლების ტერორში მხილებული რუსთავის 25-ე ბაგა-ბაღის გამგე მიმალვაშია. დანაშაულის ნიშნების შემცველი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ის ტვ პირველს ემალება.
სად არის მანონი მეურმიშვილი? - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არცერთი ბაღის გამგეს, თუმცა ყველა გამართლებას უძებნის მუქარის, იძულებისა და დაშინების შემცველ აუდიოჩანაწერს.
ტვ პირველს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ სწორედ ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს სამზარეულოს კარიდან მანონი მეურმიშვილი გააპარეს. ბაღის შენობის უკანა კარიდან გამგის გაყვანის სპეცოპერაციაში კი რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის მეგობარი ბაიკო ალაფიშვილი მონაწილეობდა, რომელიც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მუშაობს.
სავარაუდო დანაშაულის შემცველი აუდიოჩანაწერიდან 24 საათზე მეტი გავიდა გამგის მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლისა და დაშნების ფაქტზე ამ დრომდე საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუწყია.