ხალხის ტერორი არჩევნების წინ - ჩანაწერები
როგორ აიძულებენ დამკვირვებლებს ოცნების მხარდამჭერთა სიების მიტანას? - "პირველებმა" კიდევ ერთი ჩანაწერი მოიპოვა.
სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ჩანაწერის მიხედვით, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ითხოვს იმ პირების პირად მონაცემებს, ვინც 200 პროცენტით 41-ს გააფერადებს. თითოეულ დამკვირვებელს დავალება აქვს, ხვალამდე პარტიას მინიმუმ 5 კაციანი სია ჩააბაროს.
ოპოზიციის თქმით, არჩევნებამდე 2 დღით ადრე კვლავ ატერორებენ მოსახლეობას და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობენ. განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არიან სახელმწიფო სიპების და აიპების თანამშრომლები.
საჯაროვდება ფაქტები, სადაც წინასაარჩევნო გადაბირების პროცესში გამგებლები უშუალოდ არიან ჩართული.