სალომე ზურაბიშვილი: ევროპული ძალების გამარჯვების და ევროპული საქართველოს გამარჯვების გარდა ყველაფერს გამოვრიცხავ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ტიპის საუბრები იყო უცხოელ პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილისთვის გარანტიების შექმნს შესახებ.
მეხუთე პრეზიდენტმა ორი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ვრცლად არ უპასუხა. თქვა, რომ: "ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რომ რაღაცა ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი".
მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს. დღეს მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის და ყველას მომავლის", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ამ შემთხვევაშიც ქართველი ხალხის ნებაზე და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნალობაზე ისაუბრა.
"თუზე არ ვსაუბრობ. გამოვრციხავ ყველაფერს გარდა ევროპული ძალების გამარჯვების და ევროპული საქართველოს გამარჯვებისა"
"მე შევასრულებ იგივე როლს რაც აქამდე. მთავარი ბერკეტი რაც არსებობს, არის ხალხი და ის ნება, ხალხის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე, დიდი აქტივობით და ნამდვილი, ნაღდი ცხადი შედეგი არჩევნებში. მერე ყველაფერი ამას მოყვება. რაც საჭირო იქნება, ეს გამოცდილი არის საერთაშორისო დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.