ისტერიკაშია ივანიშვილი და ცდილობს, ფსიქოლოგიურად იმანიპულიროს ხალხზე - ლევან ხაბეიშვილი

24.10.24 21:58
ისტერიკაშია ივანიშვილი და ცდილობს, ფსიქოლოგიურად იმანიპულიროს ხალხზე - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია და ცდილობს, ფსიქოლოგიურად იმანიპულიროს ხალხზე, თითქოს, ძალაუფლება ხელში აქვთ.“

ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილმა ქვეყანაში ზიზღის მეტი არაფერი დათესა, “დააპირისპირა ხალხი და ახლა რუსული მეთოდებით მოქმედებს და ხალხს სახლში უვარდება.“

დღევანდელი ისტერიკა, შევარდნა, პოლიციური რეჟიმის, კონკრეტული, ძალადობრივი მოქმედებები, აჩვენებს იმას, რომ ისტერიკაშია ბიძინა ივანიშვილი და, ცდილობს, ფსიქოლოგიურად იმანიპულიროს ხალხზე, თითქოს, ძალაუფლება ხელში აქვთ.

ამ ადამიანის პირველ ნომრად ჩასმა, ჩაკვეხება, საპარლამენტო სიაში, დასტურია იმის, რომ გეგმა "ბ-სთვის" ემზადება, პირადად, ბიძინა ივანიშვილი და არა მისი გუნდისთვის სასიკეთოდ, ამას, ნამდვილად, არ ფიქრობს. ამიტომ, ჯერ კიდევ, ვინც დარჩა, რომელიც ძალადობს, სიებს აგროვებს, პირადობას ართმევს ადამიანებს, უნდა იაზრებდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმა "ბ-ზე" მუშაობს, ამასობაში კი, თქვენ, კედელს ეჯახებით.

ქართველი ხალხის ნება არის დიდი კედელი, რომლის წინააღმდეგაც ვერავინ ვერ წავა, თუნდაც ბიძინა.

ამ კაცმა ზიზღის მეტი არაფერი არ დათესა, 12 წლის განმავლობაში, დააპირისპირა ხალხი. დღეს, ვნახეთ, ადამიანები როგორ შეუცვუვდნენ ეს ნიშანდობრივია. იკვლევენ, რუსეთის ჩარევას არჩევნებში, მათს შორის, სხვა ქვეყნებისაც, ასეთ ორგანიზაციებს უვარდებიან. ეს არის ნიშანი, რომ რუსული მეთოდებით მოქმედებს, ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.