"ოცნების" ლიდერები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადამწყვეტი არჩევნების წინ პოლიტიკური ლიდერები მთავარ სადამკვირვებლო მისიას ხვდებიან. დილიდან ეუთო ოდირის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ნატოს წარმომადგენლები პრემიერს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძესთან ერთად შეხვედრას მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძეც ესწრებოდნენ.
შეხვედრა დაგეგმილზე მეტს ხანს, 45 წუთის ნაცვლად, საათნახევარი გაგრძელდა. "პირველების" კითხვის საპასუხოდ, შეხვერიდან გამოსული პრემიერი ამტკიცებდა, რომ პირადობის ჩამორთმევის შესახებ კითხვები არ ყოფილა. კობახიძე ირწმუნებოდა, რომ სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრა პოზიტიური იყო.
პირადობებზე კითხვა არ ყოფილა მაგ თემაზე. სხვადასხვა კითხვა იყო, ყველაფერს ვუპასუხეთ. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, - ამბობს პრემიერი.
მაკა ბოჭორიშილმა კი თქვა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო გარემო იყო.
კითხვა იყო საარჩევნო პროცესზე, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორი სიტუაციაა საქართველოში პოლიტიკურად, რა არის პოლიტიკური პარტიების მთავარი დღის წესრიგი და ზოგადად, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ის საკიტხები, რაც განვიხილეთ, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
"ოცნების" ლიდერების შემდეგ შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერები შევიდნენ და ეუთოს ხელისუფლების მიერ ამმორჩეველთა ტერორის მტკიცებულებები მიუტანეს. ოპოზიციონერები სადამკვირვებლო მისიას ცალ-ცალკე ხვდებიან.