ცესკო "ოცნებისთვის" უკანასკნელი მაშველი რგოლია - სიორიძე პრემიერის განკარგულებაზე
ცესკო "ოცნებისთვის" უკანასკნელი მაშველი რგოლია, - ასე აფასებს ცესკოს ოპოზიციონერი წევრი გიორგი სიორიძე იმ ფაქტს, რომ მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა.
სიორიძე ამბობს, რომ ახლა ხელისუფლება შეშინებულია და ყველანაირი სცენარისთვის ემზადება.
ის მოვლენა, რომ ცესკო შეტანილია სტრატეგიული ობიექტების სიაში, შეგვიძლია, დავაკავშიროთ ცოტა ხნის წინ ცესკოს გარეშემო უზარმაზარარი რკინის ღობის შემოვლებას და შეგვიძლია ,ასევე დავაკავშიროთ წინა არჩევნებზე მომხდარ უსაფრთხოების ზომებთან, აქციებთან. ხელისუფლება, რომელიც არის შეშინებული, ფიქრობს, რომ ყველანაირი სცენარი შეიძლება განვითარდეს და რა თქმა უნდა, ცესკოს თითქოს მათთvის არის უკანასკნელი მაშველი რგოლი, რომელიც, ჩემი აზრით, ვერანაირად მას ვეღარ დაიცავს, - ამბობს სიორიძე.
საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა. განკარგულება 23 ოქტომბრით თარიღდება და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, - ნათქვამია დადგენილებაში.