სადამკვირვებლო მისიები ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს შეხვდნენ
სადამკვირვებლო მისიები ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. "პირველებს" გიორგი კალნდარიშვილისგან აინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა მისიებს კითხვები წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დილიდან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვედნენ. შეხვედრა შედგა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მისიებთან საუბარი არა მხოლოდ წინასაარჩევნო დარღვევებზე იყო, არამედ იმაზეც, თუ რა მოლოდინი ჰქონდათ მათ 26 ოქტომბრის შემდეგ და არსებობს თუ არა კოალიციის და ერთამენთთან თანამშრომლობის რესურსი.
ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ მისიებს წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მტკიცებულებები უკვე წარმოუდგინეს.