"ეს არის ერთად დგომა" - ბაჩო დოლიძეს ხმის მისაცემად ხალხი კახეთში მიჰყავს

25.10.24 13:35
"ეს არის ერთად დგომა" - ბაჩო დოლიძეს ხმის მისაცემად ხალხი კახეთში მიჰყავს

საარჩევნოდ არცერთი ხმა არ დაიკარგება. ადამიანებმა ინდივიდუალურადაც წამოიწყეს კამპანია და საკუთარი მანქანებით ხალხი რეგიონებში მიჰყვათ. ერთ-ერთია ბაჩო დოლიძეც, რომლის ხალხით სავსე ავტომობილი რამდენიმე წუთის წინ თბილისიდან კახეთის მიმართულებით დაიძრა. 

ახლა მივდივართ ყველაზე ევროპულ ქალაქსა და რეგიონში, ჩემს საყვარელ კახეთში, ოღონდ, რამდენიმე ლოკაციაზე. ქვემო ალვანი, სადაც ყველაზე მაგარი გუდის ყველი კეთდება, ბაკურციხესა და თელავში. ვისაც რა შეგვიძლია ის უნდა ვეკეთოთ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არ არის თანადგომა, ეს არის ერთად დგომა. ერთ საქმეს ვაკეთებთ, ერთი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს." - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

ავტომაგისტრალი მგზავრებით ივსება - მზადება გადამწყვეტი არჩევნებისთვის დასკვნით ფაზაში შედის. საქართველო ირჩევს ევროპას, ამიტომ მოქალაქეები მიდიან სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, რათა არ გაუშვან შანსი და არ დაკარგონ საკუთარი ხმა. განსაკუთრებით აქტიურობს ჯენზი თაობა.

რესპუბლიკის მოედნიდან სალხის შეგროვებული თანხით დაქირავებული და ევროპული მომავლის მცველებით სავსე პირველი მიკროავტობუსი სამეგრელოს მიმართულებით უკვე გავიდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.