პირველების ინფორმაციით, პრეზიდენტი საგანგებო განცხადებისთვის ემზადება
პირველების ინფორმაციით, პრეზიდენტი საგანგებო განცხადებისთვის ემზადება - სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პეზიდენტის facebook პოსტი, სადაც მან საარცევნო უბნებზე ე.წ ძველი ბიჭების მობილიზება დაგმო.
"პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან" - დაწერა ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ.
მან გომელაურის უწყებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და დააწერა, რომ "სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება".