ცესკოს პირველადი მონაცემებით, "ოცნებამ" თბილისში წააგო

26.10.24 23:09
ცესკოს პირველადი მონაცემებით, "ოცნებამ" თბილისში წააგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" თბილისში დიდი უპირატესობით წააგო. 

"ქართული ოცნების" პროცენტები ცესკოს მონაცემებით შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • მთაწმინდა - 41.512%. 
  • ვაკე - 38.003%
  • საბურთალო - 39.758%
  • კრწანისი - 48.831%
  • ისანი - 45.298%
  • სამგორი - 44.924%
  • ჩუღურეთი - 44.105%
  • დიდუბე - 42.076%
  • ნაძალადევი - 42.571%
  • გლდანი - 40.46%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

ოცნება - 52.99%, ოპოზიცია - 38.27% - ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები