დიდი ქალაქები, სადაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო
თბილისი არ ყოფილა ერთადერთი ქალაქი, სადაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, მმართველი პარტია ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და წალენჯიხაშიც მარცხდება.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" პროცენტულობა დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა:
- რუსთავი - 40.99%
- ბათუმი - 49.726%
- ქუთაისი - 47.328%
- წალენჯიხა - 48.052%
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" თბილისში დიდი უპირატესობით წააგო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.
ოცნება - 52.99%, ოპოზიცია - 38.27% - ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.