ქართული კოშმარი ქართველი ერის ევროპულ მომავალს იპარავს - პავილიონისი
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "ქართული კოშმარი ქართველი ერის ევროპულ მომავალს იპარავს".
როგორც ევროპელი პოლიტიკოსი პლატფორმა "X"-ზე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყნის შიგნით რუსული, ან ბელორუსული გზა გააძლიეროს.
"ქართული კოშმარი იპარავს ქართველი ერის ევროპულ მომავალს, ცდილობს გააძლიეროს რუსული ან ბელორუსული გზა რუსული წარსულისკენ. ნაცვლად იმისა, რომ გააძლიეროს მომავალი თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირისა და ნატოს შიგნით", - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 3100 უბანი 3 111 უბნიდან.
ოცნება - 54.086%, ოპოზიცია - 37.587% - ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.