არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საერთაშორისო გამოძიება უმნიშვნელოვანესია - დეკანოიძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე
"ერთიანობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომლის მიხედვით ჯო უილსონი სახდეპს საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩართვის შესახებ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს, უმნიშვნელოვანესს უწოდებს.
ოპოზიციონერის თქმით, ამაზე მძაფრი და ძლიერი განცხადება უახლოესი საათების განმავლობაში არ გაკეთებულა.
დეკანოიძის განცხადებით, მურუსიძის სასამართლოსთან ჩივილს არანაირი აზრი არ აქვს, ამიტომაც ამბობს, რომ საერთაშორისო გამოძიებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჰელსინკის კომისიამ არა მარტო თქვა, რომ გამოძიება უნდა იყოს და სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, არამედ თქვა, რომ რუსეთის ჩარევა უნდა გამოიძიოს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადება. ამაზე მეტი შეფასება შტატების კონგრესიდან, ჰელსინკის კომისიიდან, ზოგადად ჩვენი პარტნიორებისგან, მე ვფიქრობ, რომ არც მოგვისმენია უახლოესი საათების განმავლობაში. ეს არის რუსული ჩარევა, ეს რუსული ჩარევა, არვიცი, მანქანების თუ ფიზიკური თუ როგორი მეშვეობით, უნდა გამოიძიოს საერთაშორისო ორგანოებმა. არავითარი მურუსიძის სასამართლოსთან ჩივილს, თქვენ იცით, რომ აზრი არ აქვს. ამიტომ, საერთაშორისო გამოძიება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტები დაუყოვნებლივ გამოიძიოს.
"მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები" - ამბობს ჯო უილსონი და შეშფოთებას გამოხატავს "არჩევნებში რუსეთის მიერ ჩარევის მცდელობებთან" დაკავშირებით.
ჯო უილსონის განცხადებით, "მეგობარი აქტი" დასჯის ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან.