მიშელი ცესკოს მოუწოდებს, გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები

27.10.24 20:38
მიშელი ცესკოს მოუწოდებს, გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და მოუწოდებს, სწრაფად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.

"ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას" - მიმართავს მიშელი გიორგი კალანდარიშვილის უწყებას. 

შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ "X"-ზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა ისიც, რომ ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს არაფორმალურ სხდომათა დღის წესრიგში საქართველოს საკითხს შეიყვანს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი შევიყვანო ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს არაფორმალურ სხდომათა დღის წესრიგში.

ჩვენ მივუთითებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.

ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას.

ჩვენ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობას ვუმეორებთ, გამოავლინოს თავისი მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირის გზაზე, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად.

ახლა კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით უმთავრესია.

ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს ჩვენს ურთიერთობაში საქართველოსთან". - წერს მიშელი.