მიშელი: ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს
ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.
მიშელი ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასების შემდეგ, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, შეასრულოს მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად გამოიძიოს და განიხილოს არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და ბრალდებები.
"საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იძულებული ვარ საქართველო საკითხი შეიყვანო ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში.
ჩვენთვის ცნობილია ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასება და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები და ბრალდებები.
ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს ჩვენს ურთიერთობაში საქართველოსთან", - წერს შარლ მიშელი X-ზე.
ასევე ნახეთ: