პრეზიდენტი არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და ქუჩაში გადის

27.10.24 21:09
პრეზიდენტი არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და ქუჩაში გადის

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და ქუჩაში გადის.

"ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და ხალხს ხვალ, 28 ოქტომებრს, 19:00 საათიდან რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში. ჩვენ დავდგებით ერთად. ისინი ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად. ყველას მინდა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე შემდეგი გზავნილები გააჟღერა:

მსგავსი სიახლეები