ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - ჟან-ნოელ ბარო
ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს ოფიციალური პირებისგან დარღვევების შესახებ ეფექტურ გამოიძიებას მოითხოვს.
“ეუ თო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ. ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს პატივი უნდა ეცეს თუ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება სურს,” - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო.