"შეშფოთებული ვართ საქართველოში ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და დაშინების გამო, რაც ეუთო/ოდირმა ასახა" - ნორვეგიის საელჩო

27.10.24 23:10
"შეშფოთებული ვართ საქართველოში ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და დაშინების გამო, რაც ეუთო/ოდირმა ასახა" - ნორვეგიის საელჩო

"შეშფოთებული ვართ საქართველოში ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და დაშინების გამო, რაც ეუთო/ოდირმა ასახა" - საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ნორვეგიის საელჩო საქართველოში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ესპენ ბარტ ეიდენის განცხადებით გამოეხმაურა.

"ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ესპენ ბარტ ეიდეს განცხადება: შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევნოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს. საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება", - წერია განცხადებაში.