პრემიერი ამტკიცებს, რომ არჩევნები საქართველოში მშვიდ გარემოში ჩატარდა
საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, პრემიერი ამტკიცებს, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ რამდენიმე უბანზე მიზანმიმართულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, თუმცა სამართალდამცველებმა ამ ინციდენტების აღკვეთა მოახერხეს.
უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. იყო რამდენიმე უბანი, სადაც იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა საბოლოო ჯამში, აქაც იმოქმედა შსს-მ და საბოლოო ჯამში და საბოლოოდ მოხერხდა არსებითად მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირველო მისიებმა 26 ოქტომბრის არჩევნებს შემაშფოთებელი უწოდეს. მათი შეფასებით, არჩევნების პროცესი უპრეცედენტო დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
არჩევნებს მოპარული უწოდეს სატრატეგიული პარტნიორებმა და ხელისუფლების ოპონენტებმაც. საქართველოს პრეზიდენტმა კი 26 ოქტომბრის არჩევნებს "რუსული სპეცოპერაცია" უწოდა და დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.