კობახიძე ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირმა არჩვენების შედეგები დადებითად შეაფასა

28.10.24 11:21
კობახიძე ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირმა არჩვენების შედეგები დადებითად შეაფასა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების კრიტიკის მიუხედავად, რომლებმაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შემაშოთებელი უწოდეს, საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ მათ არჩევნების შედეგები დადებითად შეაფასეს.

მისივე მტკიცებით, ოპოზიცია სადამკვირვებლო მისიებს დაუპირისპირდა, რადგან მათი შეფასებები არ მოეწონათ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციას, განსაკუთრებით ეუთო/ოდირს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ ეუთო/ოდირის მისია და ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც მათ გააკეთეს. ჩვენ ხშირად ვისმენეთ ხოლმე ჩვენი ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ როცხა საქმე ევროპელ პარტნიორებს ეხება, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები პირდაპირ გამოვიდნენ და სადამკვირებლო მისიას დაუპირისპირდნენ, რადგან მათი ანგარიში არ მოეწონათ.  ოპოზიციურმა არხებმაც შუაში გაწყვიტეს მათი კონფერენცია, იმდენად არ მოეწონათ მათი დადებითი შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით“,- კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორიოს სადამკვირველო მისიებმა 26 ოქტომბრის არჩევნებს შემაშფოთებელი უწოდეს. მათი შეფასებით, არჩევნების პროცესი უპრეცედენტო დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

არჩევნებს მოპარული უწოდეს სატრატეგიული პარტნიორებმა და ხელისუფლების ოპონენტებმაც. საქართველოს პრეზიდენტმა კი 26 ოქტომბრის არჩევნებს "რუსული სპეცოპერაცია" უწოდა და დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.