სწორია, რომ პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - კორძაია

28.10.24 11:30
სწორია, რომ პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - კორძაია

სწორია, რომ პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციოანლური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი განმარტავს, რომ პარლამენტის პირველ სხდომა სწორედ პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს და ამიტომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

აბსოლუტურად სწორია, პრეზიდენტი რომ არ აღიარებს საარჩევნო შედეგებს, იმიტომ, რომ სულ მცირე, „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“ მოპარეს 12%. რაც შეეხება პირველ სხდომას, კონსტიტუციის 38 მუხლის თანახმად, პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი და იქ არ წერია, ასეთი არ განხორციელების შემთხვევაში, ვინ ახორციელებს უფლებამოსილებას და ასევე, პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი. რა განმარტებაც არ უნდა გააკეთოს ახლა ხელისუფლების წარმომადგენელმა, ეს არ იქნება კონსტიტუციური განმარტება, - ამბობს კორძაია. 

26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა პრეზიდენტმა არ აღიარა. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს  რუსეთის საქართველოში შემოსვლის აღიარებას ნიშნავს.