მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების მიტაცებას არ ეგუება - ბადრი ჯაფარიძე
გუშინ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ არის და შესაბამისად, ვერც ამ არჩევნებით არცეული ხელისუფლება იქნება ლეგიტიმური, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერი მოქალაქეებს დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არჩევენბის მიტაცებას არ შეეგუება.
გუშინ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები, შესაბამისად, ლეგიტიმური შედეგები, შესაბამისად, ამ არჩევნების საფუძველზე არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება არ შეეგუება არჩევნების მიტაცებას და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს რუსთაველზე, გამოხატოს თავისი მშვიდობიანი პროტესტი იმ უმსგავსობის მიმართ, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნებს "რუსული სპეცოპერაცია" უწოდა და დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.