ეს იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლის დასაწყისი - ბოკუჩავა დღევანდელ აქციაზე

28.10.24 12:09
ეს იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლის დასაწყისი - ბოკუჩავა დღევანდელ აქციაზე

ეს იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლის დასაწყისი, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძღაობის" ლიდერი თინა ბოკუცავა დღეს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყნის გარუსებას არ შეეგუებიან და მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებენ.  

ეს იქნება დასაწყისი მნიშვნელოვანი ბრძოლის, გამარჯვების  და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად. აქცია არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ის გამარჯვება, რომელსაც გუშინ მიაღწია ქართველმა ხალხმა. ეს იყო ევროპული გამარჯვება, ამ ქვეყანას აქვს ევროპული მომავალი და ამ საარჩევნო  შედეგის მიტაცების მცდელობა რუსული ტიპის სპეცოპერაციით და ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ქვეყანა გარუსებულია, არის შემგუებლობა, რომელსაც ჩვენ არ ვაპირებთ, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნებს "რუსული სპეცოპერაცია" უწოდა და დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.