შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის დასკვნებით, საქართველოს არჩევნების შესახებ - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკ რასმუსენი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევებით შეშფოთებულია.
ლარს ლოკ რასმუსენის თქმით, დანია მხარს უჭერს საქართველოს ხალხის დემოკრატიულ უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
დანია მხარს უჭერს საქართველოს ხალხის დემოკრატიულ უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის დამკვირვებლების განცხადებებით, რომ არჩევნები დაზიანდა უთანასწორო გარემოთი, ზეწოლითა და დაძაბულობით. ჩვენ ამ მიგნებებს ძალიან სერიოზულად ვიღებთ”, – წერს რასმუსენი.