დარღვევებს ჰქონდა მასობრივი ხასიათი და ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ჩატარდა არჩევნები, პრობლემურია - კორძაია

28.10.24 12:51
დარღვევებს ჰქონდა მასობრივი ხასიათი და ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ჩატარდა არჩევნები, პრობლემურია - კორძაია

“ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ საქართველოშიც ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ვიდეომტკიცებულება გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით, დეტალურად ჩანს, როგორ გააყალბა არჩევნები “ქართულმა ოცნებამ“.

კორძია ამბობს, რომ დარღვევებს ჰქონდა მასობრივი ხასიათი და ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ჩატარდა არჩევნები, პრობლემურია.

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი, სადაც პირადობის მოწმობით უნდა გაეტარებინათ, იძლეოდა რამდენიმე უბანზე ამომრჩევლის დუბლირების შესაძლებლობას. ეს დუბლირებები არაერთხელ მოხდა და სწორედ ამიტომ ვიძახით, რომ ქვეყანაში ძალაუფლება მიტაცებულია. 

მეორე  - მასიურად ხდებოდა ვერიფიკაციის აპარატების დესინქრონიზაცია, ანუ მათი ერთმანეთისგან დაშორება, რომ მონაცემები არ გამჩენილიყო ოთხივე ვერიფიკაციის აპარატში, რაც იძლეოდა საშუალებას, რომ დამატებით, სხვა სიების არსებობის, ცალკე აპარატში და გაყალბებული პირადობებით ხმის მიცემის შესაძლებლობას. ასევე, საარჩევნო უბანზე არსებობდა მაღალსიჩქარიანი ინტერენეტი, რომელიც სპეცელექტრონული მოწყობილობით იყო ჩართული. პლანშეტი მიერთებული იყო ცესკოს სერვერზე. არჩევნების დღეს გამოვლინდა შესაძლებლობა რომ პლანშეტის, ვერიფიკაციის აპარატის და ხმისმთვლელი აპარატების უირთიერთკავშირით, შესაძლებელია ამ აპარატებიდან უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიღება და ლაივრეჟიმში კონტროლი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს პლანშეტები შემოწმდეს და გადამოწმდეს მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციის ნაკადი.

ელექტორნული აპარატები მთლიანად კონტროლდებოდა ცესკოს მიერ შერჩეული და გადამზადებული პერსონალის მიერ და ამ პროცესში დაშვება არ ჰქონდათ სხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რაც იმის ნიშანია, რომ პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

ვერიფიკაციის აპარატები მასიურად არ ატარებდა აიდიბარათებს და ამომრჩველებს ხელით შეჰყავდათ პირადი ნომრები. დაფიქსირდა ხმის მიცემა პირადობის მოწმობის გარეშე.

სმარტმატიკის და კომპანიის, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკით საარჩევნო ადმინისტრაციას, რეპუტაცია ყველამ იცის. პროვივი, ვინც ატარებს აუდიტორულ შემოწმებას, მისი ვებგვერდი საერთოდ არ იძებნება. ორივე კომპანიის ავტორიტეტი არის ძალიან საეჭვო, საერთაშორისო თვალსაზრისით.

ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ ატარებდა პირადობის მოწმობებს, სმარტმატიკისგან მოვითხოვთ, გააკეთოს განცხადება და წარმოადგინოს მტკიცებულებები. ან ცესკომ ახსნას, რატომ ვერ ხდებოდა ეს “, - განაცხადა კორძაიამ.