არაღიარებული არჩევნები - ოპოზიციის ლიდერები საგანგებო შეხვედრას მართავენ
არაღიარებული არჩევნები - ოპოზიციის ლიდერები საგანგებო შეხვედრას მართავენ, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ და მთავარი საკითხი კი დღეს დაგეგმილი აქციაა, სადაც საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგს გააპროტესტებენ.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რადგან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.
მათი თქმით, არ აპირებენ დანებებას, რადგან ივანშვილმა არჩვენები მოიპარა და პასუხიც იქნება ცალსახა.
გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ არჩევნები ჩაატარა ივანიშვილმა რუსული სპეცოპერაციით, ვიკრიბებით შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. ყველას მოგიწოდებთ, დღეს, 19:00 საათზე, შემოგვიერთდეთ აქციაზე, რადგან არ შეიძლება ამ შედეგების აღიარება, არ შეიძლება ივანიშვილს ქვეყანა გავატანოთ რუსეთში.
სრულ კოორდინაციაში ვართ პრეზიდენტთან, სამოქმედო გეგმა, რა თქმა უნდა იქნება, ასევე კავშირზე ვართ საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ტყუილში და მიტაცებული არჩევნებით ვერ ვიცხოვრებთ და რუსეთის მმართველობა ქვეყანაში ვერ იქნება “, - განაცხადა კოალიცია “ძლიერის საქართველოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.