უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ამ "ქურდობას" არ მივიღებთ - ლაშა ბუღაძე
მწერალი ლაშა ბუღაძე დღეს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდება. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ რეპრესიები დაიწყოს და დიქტატურა განამტკიცოს. მწერალი ამბობს, რომ დღეს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ არჩევნების გაყალბებას და ხმების ქურდობას არ შეეგუება.
ავტოკრატიის ლოგიკა ასეთია: თუკი მოქალაქე ჩერდება, ავტოკრატი იწყებს მოქმედებას და ის იმოქმედებს იმ ლოგიკით, რა ლოგიკაც მათ აქვთ. დაიწყებს რეპრესიას და დაიწყებს განმტკიცებას თავისი დიქტატურის, არც მეტი, არც ნაკლები. ამიტომ, მან მშვიდად არ უნდა იგრძნოს თავი. ვაჩვენოთ ჩვენს საკუთარ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, გადაჭარბების გარეშე, რომ არჩევნები გაყალბდა, ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა, მინიმუმ, 10-15% მოიპარა მან. ჩვენ უნდა დავანახოთ ისევ და ისევ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ მივიღებთ ამ ქურდობას, - ამბობს ლაშა ბუღაძე.
რუსთაველის გამზირი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან 19:00 საათზე გამართავენ. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევანი მოპარა.
საპროტესტოა აქცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნები "რუსულ არჩევნებად" შეაფასა.