დღეს პარლამენტთან უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და დავასრულოთ რუსული რეჟიმი საქართველოში - იგორ ნარმანია
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი. ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, მაგრამ პირიქით, ვართ უფრო მეტად მოტივირებულები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და დავასრულოთ რუსული რეჟიმი საქართველოში“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ეს არჩევნები იყო სუს-ის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ ამ აბსურდის აღიარებას არ აპირებს არავინ.“
ეს არჩევნები იყო სუს-ის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ ამ აბსურდის აღიარებას არ აპირებს არავინ. ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციას, რომ ისინი არ აპირებენ აღიარონ არჩევნების შედეგები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი. ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, ამიტომ არცერთი ჩვენგან რუსული რეჟიმის სასარგებლოდ არ უნდა გადავარდეს ნიჰილიზმში, პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ უფრო მეტად მოტივირებულები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და დავასრულოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.