ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ევროკავშირმა მისი მორიგი სოლო მცდელობა უწოდა - Politico

28.10.24 12:15
 ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ევროკავშირმა მისი მორიგი სოლო მცდელობა უწოდა - Politico

გამოცემა  Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირში აცხადებენ, რომ “ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი, მისი მორიგი სოლო მცდელობა იქნება.“

გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ  ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა, რომლის თქმითაც,  თუ მოგზაურობის დროს ორბანმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირს წარმოადგენს, “ეს იქნება თვითმარქვიობა და უტიფარი ტყუილი.“

ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი უნდა იქნას გაგებული მხოლოდ როგორც ორბანის მორიგი სოლო მცდელობა, რომელიც მოგზაურობს ეროვნული უფლებამოსილების ფარგლებში და, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, პირდაპირ არ საუბრობს გარე სამყაროსთან, - წერს გამოცემა.

POLITICO უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერზე, ზოლტან კოვაჩზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტი ქართული მხარის მოთხოვნით შედგება.