არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული - ნატოს პრესსპიკერი
ნატოს პრესსპიკერი, ფარა დახლალა მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, განცხადების გაკეთებისას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნას დაეყრდნო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგებისადმი.
არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული,” - განაცხადა ფარა დახლალამ.