თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით, ის სამშობლოს ვერ გამოადგება - მეუფე საბა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა ქადაგების დროს საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით ან იმით, რომ ვიღაც კარგ სამსახურს ჰპირდება, ის ადამიანი ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს ვერ გამოადგება.
მეუფემ ფილადელფიაში საარჩევნო უბნის არ გახსნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ემიგრანტები არ დააფასეს, რადგან არ აინტერესებთ.
ჩემთვის ქვეყანა არის პირველ რიგში, სადაც იქნება ადამიანი უმაღლეს ღირებულებაზე აწეული. მისი თავისუფალი არჩევანი, მისი ცხოვრების წესი, მისი რელიგიური არჩევანი მათ შორის, არ იქნება შეურაცხყოფილი, არ იქნება დევნილი, და არ იქნება ციხეში იმის გამო, რომ მან თავისუფალი აზრი გამოხატა... ყველაზე დიდი რაც ადამიანს გააჩნია არის თავისუფლება და ამ თავისუფლების შეზღუდვის უფლება არავის აქვს...
ნურავინ ნუ სპეკულირებს რელიგიურობით. დავინახე, სადაც ვიყავი არჩევნებზე რა და როგორ იყო. ათიათასობით ადამიანი, რომელიც ფილადელფიაში ცხოვრობს, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს, არ დააფასეს და არ გახსნეს საარჩევნო უბნები აქ. ჩვენ ემიგრანტები არ ვაინტერესებთ ჩვენს ქვეყანას. თუ თავისუფალი არ არის გადაწყვეტილება, თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით ან იმით, რომ ვიღაც კარგ სამსახურს ჰპირდება, ის ადამიანი არის ანგარი და ვერც სამშობლოს, ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს ვერ გამოადგება“, - თქვა მეუფემ.