ჩვენ სახეზე გვაქვს რუსული სპეცოპერაცია, ამიტომ ახლა ერთად დგომის დროა - ნანა მალაშხია
რამდენიმე საათი მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე - კოალიცია „ცვლიელებისთვის“ წევრი, ნანა მალაშხია საზოგადოებას ერთად დგომის და მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის.
მალაშხის თქმით, “ეს არის გაყალბებული არჩევნები და არ ვაპირებთ ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.“
ეს არის გაყალბებული არჩევნები და არ ვაპირებთ ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას. ახლა არ არის დაბნეულობის დრო, ახლა არის მობილიზების დრო, არც ნიჰილიზმის დროა. ჩვენ, როგორც ქვეყანამ, უნდა ვაჩვენოთ, რისთვის ვართ მზად. არავინ აღიარებს ამ შედეგებს. ჩვენ სახეზე გვაქვს რუსული სპეცოპერაცია, ამიტომ ახლა ერთად დგომის დროა, დროა ჩვენმა ქვეყანამ ვთქვათ ჩვენი სიტყვა და 19:00 საათზე ყველანი ერთად დღეს უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ, - ამბობს ნანა მალაშხია.
რუსთაველის გამზირი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან 19:00 საათზე გამართავენ. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევანი მოპარა.
საპროტესტოა აქცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნები "რუსულ არჩევნებად" შეაფასა.