ველაპარაკე ზურაბიშვილს, მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის - მაია სანდუ
მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა.
მისი თქმით, მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.
ახლახან ველაპარაკე სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს არჩევნების შემდეგ. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“, - წერს სანდუ.