ოპოზიციის საგანგებო შეკრება დასრულდა - რაზე იმსჯელეს პოლიტიკოსებმა

28.10.24 15:21
ოპოზიციის საგანგებო შეკრება დასრულდა - რაზე იმსჯელეს პოლიტიკოსებმა

ოპოზიციის საგანგებო შეკრება დასრულდა - როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, განხილვის საგანი არა მხოლოდ დღევანდელი საპროტესტო აქცია, არამედ სამოქმედო გეგმაც იყო.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გაყალბება, ეს იყო საერთაშორისო დანაშაული და გამოძიებაც საერთაშორისო დონეზე უნდა მოხდეს.

ეს არ იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხები, კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და მიდის მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთნ, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ არ დაადასტურა ეს შედეგები, ველოდებით სხვა ქვეყნებს. არჩევნები იყო მიტაცებული, სპეცოპერაციით ჩატარებული, რუსული სცენარით განვითარებული და რუსეთს და რუსთში ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს არ გავატანთ“, - განაცხადა ხაზარაძემ. 

ეს არი იყო ჩვეულებრივი გაყალბება, ეს იყო საერთაშორისო დანაშუალი, რუსეთის მიერ ჩადენილი საქართველოს ტერიტორიაზე. ამას ითხოვს აშშ, შეუერთდება ევროკავშირი და ჩვენ ვმართავთ პროცესს ჩვენს ოფისში. გამოძიებისთვის მივმართავთ ევროპარლამენტს და ევროკავშირს, რომელსაც აქვს ამის პრეცედენტი, გამოუშვას საგამოძიებო მისია, რომელიც შექმნის საერთაშორისო პრეცედენტს ამასთან დაკაშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში შესვლას არც კი განიხილავენ.