არავინ აპირებს, ეს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს, ამ ბრძოლაში არ დავიღლებით - ქადაგიძე

28.10.24 15:35
არავინ აპირებს, ეს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს, ამ ბრძოლაში არ დავიღლებით - ქადაგიძე

არავინ აპირებს, რომ ეს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე საუბრობს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა მოქალაქე, რომელსაც ხმა მოპარეს, რუსთაველზე აქციაზე გავიდეს და ამ პროცესს სათავეში სწორედ პროდასავლური ოპოზიცია უნდა ჩაუდგეს. 

ჩვენი შვილების მომავლისთვის არ დავიღლებით, - ამბობს ქადაგიძე და ბოლომდე ბრძოლას აანონსებს. 

არსად წასვლას არავინ არ აპირებს და არავინ აპირებს, რომ ეს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს და ვუყუროთ, დუგინები, სიმონიანები და მათი ქართველი მოკავშირეები როგორ ზეიმობენ გამარჯვებას ქართველ ხალხზე. ამიტომ, დღეს 19:00 საათზე იქნება პირველი აქცია, სადაც გავალთ, ჩვენ თავს ჩავხედავთ თვალებში, ერთმანეთს ჩავხედავთ თვალებში, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს, კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენ ხმას, რომ არ ვაპირებთ ამ არჩევნებთან შეგუებას. ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები, მათ აქვთ სრული ლეგიტიმაცია, სრული მანდატი, მილიონობით ადამიანმა მათ ხმა მივეცით, ამიტომ ისინი პროცესის ავანგარდში და სათავეში უნდა იყვნენ და ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მხარს დავუჭერთ ბოლომდე. ამ საქმეში დაღლა არ არსებობს, როგორ შეიძლება დავიღალოთ ჩვენი შვილების მომავლისთვის, როგორ შეიძლება დავიღალოთ საქმეში, რომელსაც საქართველოს გარუსების წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, ეს ერთი და მეორე, უბრალოდ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ყველა ავტოკრატი და ყველა ავტოკრატიული მმართველობა სრულდება და სრულდება ძალიან სწრაფად, სიურპრიზად. არ მგონია, რომ დიდად საზეიმოდ ჰქონდეთ საქმე ამ არჩევნების გამყალბებლებს, მათ რუს ზედამხედველებს საქმე, - ამბობს  

რუსთაველის გამზირი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან  19:00 საათზე გამართავენ. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევანი მოპარა. 

საპროტესტოა აქცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნები "რუსულ არჩევნებად" შეაფასა.