საზოგადოებას სტრატეგიულ ხედვას დღეს წარვუდგენთ - გიორგი ვაშაძე

28.10.24 15:36
საზოგადოებას სტრატეგიულ ხედვას დღეს წარვუდგენთ - გიორგი ვაშაძე

 

“ერთიანობა - ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სამოქმედო გეგმას და სტრატეგიულ ხედვას, რომელზედაც დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, საზოგადოებას დღეს გააცნობენ.

ვაშაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.

ეს არჩევნები მოვიგეთ ჩვენ, შედეგები, რის გამოქევყნებასაც ცესკო აპირებს, არის არალეგიტიმური. დღეს საზოგადოებას სტრატეგიულ ხედვას წარვუდგენთ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთად ვიყოთ და არ ვცნოთ ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით დ არც გარეთ. ყველას 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, კონკრეტულ ნაბიჯებს გაგაცნობთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, “ოცნებამ“ რუსული სპეცოპერაციით 350 ათასი ხმა მოიპარა. 

“ეს შედეგი არის დაწერილი, რომელსაც არ მივიღებთ. ამ პარლამენტში ჩვენი ფეხი არ იქნება“,- დასძინა მან.