“ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბების საქმის საერთაშორისო გამძიებაზე უარს ამბობს

28.10.24 15:52
“ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბების საქმის საერთაშორისო გამძიებაზე უარს ამბობს

თანახმაა თუ არა “ქართული ოცნება“ საერთაშორისო გამძიებაზე - მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს “ნოუჰაუა“ და მსგავსი რამ დემოკრატიის ისტორიაში არ მომხდარა.

მდინარაძის მტკიცებით, არჩევნებზე გადაცდომების ერთი ფაქტიც ვერ დადეს და ახლა ხელმოსაჭიდს ეძებენ.

რომელი ორგანოს ეგიდით - ამერიკის ფედერალური ბიური, ევროკავშირის საგამოძიებო უწყება, ჩრდილო კორეის საგამოძიებო სამსახური, რომელია კომპეტენტური ორგანო, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოიძიოს. მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში “ნოუჰაუა“, სხვა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებმა იძიონ სხვა ქვეყანაში ჩადენილი არჩევნების სავარაუდო გადაცდომები. ახალი გამოგონილი ამბავია და რატომ გვიწევს ეს იცით ? ერთი ფაქტი ვერ დადეთ, სხვა ხელმოსაჭიდი არაფერია“, - განაცხადა მდინაძემ.