პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არჩევნების შემდეგ, საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება განვიხილე - ანჯეი დუდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას ტელეფონით ესაუბრა.
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თქმით, ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის შესახებ ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
„ახლახანს სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – წერს დუდა.